მარცხის შიში შენს გზაზეა – როგორ დავამარცხოთ შიში და ვიპოვოთ მიზანი.
შიში ფსიქოლოგიური მომენტია, რომელიც ადამიანს მუდამ თან სდევს მთელი ცხოვრების მანძილზე.
მეგობარო, შენ რა გინდა, მთელი სიცოცხლე მშიშარა იყო, ჩრდილში დამალული? სერიოზულად😂? კარგი, მოკლედ...
მე ერთი უბრალო ბავშვი ვარ, რომელიც ამას წერს. გაგიჩნდა კითხვა — რატომ უნდა წაიკითხო ეს? ხო, რავი... არაფერს დაკარგავ ამის წაკითხვით.😉
მოკლედ, ბევრ ადამიანს აქვს მიზნები, ოცნებები და ა.შ., მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომლებიც უმოტივაციოდ არიან, უყურებენ ცხოვრების აზრს დაღლილები და უსმენენ წყეულ სტერეოტიპებს, რომლებმაც უამრავი ადამიანის ცხოვრება შეიწირა.
მერე კი უღმერთოდ განგსჯიან, გეძახიან ზარმაცს და ამბობენ, რომ ცხოვრებაში თავი ვერ დაიმკვიდრე — რაც ნაწილობრივ სიმართლეა: თუ არ გაბედე, ვერასდროს გახდები წარმატებული.
ნუ ელი ვინმეს, რომ შეგაქებს ან მხარს დაგიჭერს — მთავარია, შენ გწამდეს საკუთარი თავის და ღმერთის.😇
ნათქვამია ბიბლიაში: მდოგვის მარცვლისოდენა რწმენას შეუძლია მთების დაძვრა. ხოდა, ნუ ელი სხვას — ადექი, ამ წამიდან დაიწყე განვითარება.
შეიძლება არ გაქვს საკმარისი ფინანსები ან სხვა რესურსები, მაგრამ თუ ხელი არ გააქანე, არასდროს გექნება ის, რაც გინდა რომ გქონდეს.
რას ელოდები?
ჩამოწერე ის, რაც გინდა მოასწარო, სანამ ცოცხალი ხარ. ყოველ დღე შეხედე შენს სიას მაშინ, როცა დანებება მოგინდება — და შემდეგ იბრძოლე სიკვდილამდე. მოასწარი ყველაფერი, რაც გინდა.
საზოგადოება მუდამ იჭორავებს — ნუ მოუსმენ. ნუ იქნები სუსტი.
დაიწყე ახლა. სჯობს სცადო და ინანო, ვიდრე არ სცადო და იწუწუნო — „ნეტა მეცადაო“.
ეცადე მიზნის მიღწევამდე არ გაუზიარო ადამიანებს შენი შედეგები.
ბრო, ღმერთი შენთანაა.
იესოს უყვარხარ და სჯერა შენი.
მეც მჯერა შენი.
და იმ ინდივიდს, რომელიც სარკეში ჩანს — სჯერა შენი.
წარმატებები! გასტარტე ბრო💥💥💥💋💘.
Comments
Post a Comment