რაღაც მარტვი.

გიფიქრია ოდესმე მთვარეზე გაფრენაზე? დედამიწიდან შორს წასვლაზე? ან იმაზე, ჩიტივით ფრენა რომ შეგეძლოს?
ოცნებობდი, რომ ცნობილი, მდიდარი და პოპულარული ყოფილიყავი?
ფართო სამეგობრო წრე გყოლოდა, ყველა ნიჭი გქონოდა, რაც სრულყოფილ ადამიანად გაქცევდა?
მომხიბვლელი ყოფილიყავი ბარბის თოჯინასავით... ან თუ ბიჭი ხარ — ბრედ პიტივით სიმპათიური?

მოდი, ერთი წუთით, გააჩერე ეს ფანტაზიები და რეალობას შეხედე.

აი შენ — აქ ხარ, ახლა ხარ. ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც ოცნებობს ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთზე მაინც.
ზოგჯერ წუწუნებ, ზოგჯერ ჩუმად დარდობ:
„რატომ დავიბადე ამ გარემოში?“
„სხვანაირი რომ ვიყო, უკეთესი ვიქნებოდი?“

მაგრამ ადამიანო, რით ვერ შეიგნე — შენი უნიკალურობა სწორედ განსხვავებულობაშია.
წარმოიდგინე, ყველა ერთნაირი რომ ვიყოთ — გარეგნობით, აზრებით, შესაძლებლობებით...
რა მოსაწყენი იქნებოდა ცხოვრება.
არავინ არაფერს შექმნიდა.
ყველა ჩუმად, უმოქმედოდ, უღიმღამოდ იცხოვრებდა.

შენ არ უნდა დაემსგავსო სხვებს.
შენ საკუთარ თავს უნდა ჰგავდე — იმ ადამიანს, რომელიც საოცარია, გამორჩეულია, დიდი პოტენციალის მატარებელია.

არ ხარ ვალდებული, მოერგო საზოგადოებას — საზოგადოებას, რომელიც წამში შეიძლება ბრბოდ იქცეს.
და თუმცა ახლა მას ვაკრიტიკებ, თითქოს მის გარეთ ვიდგე, სინამდვილეში ჩვენ ყველა მისი ნაწილი ვართ.
უბრალოდ, ყველამ საკუთარი გზა უნდა ვიპოვოთ.

თუ საკუთარ თავზე კონცენტრირდები და შენს უნიკალურობას დაიჯერებ — მიაღწევ მიზნებს.
რადგან ღმერთი შენთანაა.სინამდვილეში ყველაფერი ბევრად მარტივადაა ვიდრე ამას ჩვენ აღვიქვამთ.

Comments

Popular posts from this blog

მარცხის შიში შენს გზაზეა – როგორ დავამარცხოთ შიში და ვიპოვოთ მიზანი.

მგონი კარგი რჩევაა.