მგონი კარგი რჩევაა.
გამარჯობა.
არ ვიცი, კითხულობთ თუ არა ვინმე ჩემს ნაწერებს, ან გაინტერესებთ თუ არა, ვინ ვარ, საიდან ვარ, რამდენი წლის ვარ ან რა მინდა. ალბათ არც აქვს ამას მნიშვნელობა. მთავარი ისაა, რომ ვცხოვრობთ ამ სამყაროში — უცნაურსა და მშვენიერში.
დღეს დავასრულე პატარა პრინცის თავგადასავალი და რაღაც მნიშვნელოვანს მივხვდი:
ადამიანები, სრულყოფილობისკენ სწრაფვაში, ხშირად კარგავენ იმას, რაც ყველაზე ღირებულია.
ბავშვები — ისინი უშიშრები არიან, გულწრფელები, თავდაჯერებულები, ლაღები და გამბედავები. ყოველთვის ეძებენ თავგადასავლებს, ახალ განცდებს — ყველაფერს, რაც ცხოვრებას აფერადებს და ნათელს ხდის.
გიფიქრია ოდესმე, რა არის ნამდვილი ბედნიერება?
ან რატომ ვცხოვრობთ საერთოდ?
როგორი მშვენიერი იქნებოდა, ადამიანებს რომ ერთმანეთი მართლა ძალიან გვყვარებოდა...
სიყვარული რთულია. ადამიანები შემოდიან ჩვენს ცხოვრებაში სრულიად მოულოდნელად — ქარივით შემოიჭრებიან გულში და წასვლისას ნაპრალებს ტოვებენ. მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც სინათლესა და სითბოს გვიტოვებს.
მკითხველო,
არასოდეს დააძინო შენში ბავშვი.
არასოდეს მოკლა ოცნებები, თუნდაც გაიზარდო. ნუ დაივიწყებ პატარაობას.
არაფერია იმაზე გემრიელი, ვიდრე სხვებზე ზრუნვა.
ჰო, ბოროტი ძალა — „ჯადოქარი“ მუდამ შეეცდება ხელი შეგიშალოს.
მაგრამ შენ? მისცემ მას ნებას? გაჩერდები?
არ გაჩერდე.
თუკი დანებდები, მთელი ცხოვრება უბედური იქნები. შეიძლება სხვას გულიც ატკინო, მაგრამ ამასობაში საკუთარ თავსაც დაკარგავ.
შენ ხარ ანთებული ვარსკვლავი.
შენ ოცნებობ.💘
არ მოკლა შენი ოცნება.
იესოს უყვარხარ.
Comments
Post a Comment