ღიმილში ჩამალული ნაპრალები.
პირველი ღიმილი მშვენიერი და გულწრფელია, თუმცა დროის ცვლასთან ერთად გულწრფელობა იცვლება სიყალბით.
ცხოვრება ომია, რომელშიც ადამიანს უნდა შეეძლოს ადაპტაცია — მაგრამ არა საზოგადოებისადმი მორჩილება, არამედ რაიმე ახლის შექმნა, რაც თავდაყირა დააყენებს გარემოს.საინტერესოა, რას ვგულისხმობ სიტყვა "თავდაყირაში"?
მე ვამბობ, რომ ადამიანი არ უნდა იყოს მარტივად მანიპულირებადი — მას უნდა ჰქონდეს საკუთარი აზრი და გაბედოს ის, რაც ფიქრებში აქვს.ვიცი, რომ გარემო რთულია, მაგრამ ცხოვრება მაინც მშვენიერია —
ადამიანები ართულებენ მას.პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორ სამეგობრო წრეს უკავშირდება.
არ თქვა, რომ პასიური და ნეგატიური ადამიანები ვერ შეგცვლიან —
შენ მათზე დამოკიდებული ხდები მაშინ, როცა დეპრესიაში ხარ.ქუჩაში შეიძლება დროებით იპოვო ხსნა,
მაგრამ შენი დეპრესია არასდროს დასრულდება, თუ ქუჩაში დარჩები.სწორ ადამიანებს შეუძლიათ შენში გააღვიძონ ის პატარა უშიშარი ბავშვის ღიმილი, რომელიც გულიდან მოდის.
ადამიანი ვულკანივითაა — მისი ცუდი ქცევები შეიძლება დროებით იძინებდეს,
მაგრამ შესაძლოა მოულოდნელად ამოიფრქვეს და გაანადგუროს ირგვლივ ყველაფერი.სწორ ადამიანებს შეუძლიათ გააფერადონ შენი სამყარო,
არასწორებს კი — ჩააქრონ შენს თვალებში სიყვარულის ნაპერწკალი.
გაგყიდონ, გაგაფუჭონ, გაგანადგურონ...მე ცუდ ადამიანებზე ვსაუბრობ.
მაგრამ არიან უბრალო, არაფრით გამორჩეული, თავმდაბალი ადამიანები,
რომლებიც გასწავლიან, როგორ გაეღვიძო დილით — ათასი პრობლემის მიუხედავად — ღიმილით და სიყვარულით.ღიმილის მიღმა ხშირად იმალება ნაპრალები,
რაც გკლავს, გტანჯავს, გწვავს და განგადგურებს.წარსულის დავიწყება შეუძლებელია —
თუ, რა თქმა უნდა, მეხსიერებას არ დაკარგავ.
მაგრამ შეგიძლია ეს ნაპრალები ფერადი ყვავილებით ამოავსო
და მხოლოდ მომავალზე იფიქრო.ღმერთი შენთანაა, მეგობარო.
იესოს უყვარხარ.შენ იყავი ნათელი წერტილი ქუჩაში დაკარგული ადამიანებისთვის და ეცადე, ფეხზე დააყენო ისინი.
Comments
Post a Comment