ესეც პანიკა.
გამარჯობა
ისევ მე.
და ისევ მე — ხო, მე ყველგან ვარ, სადაც ვარ და ყველგან მინდა ვიყო, სადაც არ ვარ.😒
დედამიწაზე არაერთი გლობალური პროცესი მიმდინარეობს, რომელიც აზიანებს გარემოს, ცოცხალ ორგანიზმებს და თავად დედამიწას. ყოველივე ეს ადამიანის სიხარბისა და დაუდევრობის გამო ხდება.
გამოქვაბულებიდან კორპუსებსა და ცათამბჯენებში გადავინაცვლეთ. მართალია, დღეს გამოქვაბულში ცხოვრება შეუძლებელია და ძალიან კარგიცაა კორპუსები, მაგრამ ფულის დაზოგვის მიზნით ზოგიერთი სამშენებლო კომპანია იყენებს უხარისხო, იაფფასიან პროდუქციას, რაც მავნებელია ჯანმრთელობისთვის.
ტყეების გაკაფვა, კარიერები, ქიმიური ნარჩენები, რესურსების არასწორი გამოყენება — რომ აღარაფერი ვთქვათ გამუდმებით მომხდარ დაუსრულებელ ომებზე. საინტერესოა, რა ვერ გაიყვეს ადამიანებმა ისეთი, რომ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და დედის ცრემლი არაფრად უღირთ.😐
მასონები, ყალბი მმართველები, ნაკლები პატრიოტიზმი და უამრავი სიძულვილი, ნეგატივი, განკითხვა...
ხალხო მე კრიტიკოსი ვარ — ძალიან რეალისტიც. და ცუდი აზრებიც მიტრიალებს თავში, მაგრამ ეს პირადი პრობლემაა. თუმცა ის, რასაც ვწერ, გლობალური კატასტროფაა და თუ დიდხანს გაგრძელდა — მომავალი აღარ იარსებებს.😱
პანიკა და შიში ვერ შეცვლის გარემოს. გარემოს მხოლოდ რწმენა და სიყვარული ცვლის. მოქმედებამდე — გააზრება, და გააზრებამდე — კარგი ფიქრი.
თავად ვანადგურებთ ირგვლივ ყველაფერს, რაც ლამაზია, შესანიშნავია, თვალის მომჭრელია, საოცარია, ადამიანურია.
მაგრამ ჩვენ ხომ ცხოველებზე უფრო ველური ცხოველები ვართ: შეგვიძლია მოვკლათ, ვიძალადოთ, გავაფუჭოთ, ვიყოთ გულგრილები, არ გვანაღვლებდეს მომავალი.
წლების შემდეგ კი მომავალ თაობას დავუტოვოთ საზრუნავად ყველაფერი, რომელსაც მობეზრდება სამყაროს გადარჩენაზე ფიქრი.
ახალგაზრდები ისევ თავაშვებულები იცხოვრებენ ძველი თაობის ლანძღვაში — და ასე მოკვდება დედამიწა, რომელიც, სხვათაშორის, ჩვენი შექმნილიც კი არ არის.
და ჩვენ ხომ იმდენად სასტიკები და დაუნდობლები ვართ, რომ იესო ვაწამეთ. მგონი, ამის შემდეგ გასაკვირი არაფერია.
უწიგნურობა, გაუნათლებლობა, გულგრილობა, უსიყვარულობა, ქუჩაში ნაგვის დაყრა, ტყეების გაკაფვა, რესურსების არასწორი გამოყენება, ომები, ქიმიური ნარჩენები — და კიდევ სხვა მრავალი ანადგურებს ყველაფერს, რაც უნაკლოა.
მაგალითად, რამდენი ლამაზი მცენარე, ადგილი ან ცხოველი შეიძლება გაქრეს… და მათ შორის — ჩემი საყვარელი ციცინათლებიც.
მოდი, ცოტა დაფიქრდი. გაიხედე გარეთ. ნუ იქნები ადამიანი, რომელსაც მომავალი არ აინტერესებს.
იესოს უყვარხარ.💗
Comments
Post a Comment