წყალობა თუ მონობა?


გამარჯობა, ჩემო ერთგულო მკითხველო.
გმადლობ, რომ მომყვები, დროს მითმობ და კითხულობ ჩემს მესიჯს.
მოდი, როგორც ყოველთვის, დღესაც რეალობას შევეხოთ.

სამწუხაროდ, უფრო ხშირად ვხედავ ცუდს, ვიდრე კარგს.
სამყაროში, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, ადამიანის შრომას არაფრად აგდებენ.
ინდივიდებს უწევთ მუშაობა დაბალი ანაზღაურებით.
ასეთ ადამიანებს ხშირად ჰყავთ ოჯახები, რომლებსაც საზრდო სჭირდებათ ,რომ აღრაფერი ვთქვათ გართობასა და სამედიცინო საჭიროებებზე , და ისინი იძულებულნი არიან აიტანონ დამცირება, უსამართლობა, დაუფასებლობა და უპატივცემულობა — მხოლოდ იმისთვის, რომ გადარჩნენ.

ამგვარი გარემო აფერხებს მათ პიროვნულ განვითარებას, აზიანებს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და ართმევს თავდაჯერებულობას.
ადამიანები, რომლებიც ასეთ პირობებში მუშაობენ, ხშირად ერიდებიან ხმის ამაღლებას — კვლავაც ოჯახისთვის, რადგან ეშინიათ.
თითქოს მთელი სამყარო მათ წინააღმდეგ დგას და ნუგეშს ვერსად პოულობენ.

და აღარაფერს ვამბობ იმ დაკარგულ დროზე, რომელიც ნებისმიერი ოქროზე ძვირფასია,
რადგან თითოეულ ჩვენგანს მხოლოდ ერთი სიცოცხლე აქვს.
ყველას აქვს უფლება იცხოვროს სიყვარულით სავსე გარემოში, კომფორტსა და ადამიანურ პირობებში — და არა მონასავით.

მახსენდება ერთი სიმღერის სიტყვები:
„თუ ვინმე თავისუფლებას გპირდება — ესე იგი უკვე მონად გთვლის.“
მე სრულად ვეთანხმები ამ აზრს.
ყოველი ადამიანი ღმერთმა თავისუფალი შექმნა,
უბოძა უნარი ჰქონოდა საკუთარი აზრი, საკუთარი სიტყვა.
სამყაროს შემოქმედმა არ ინება , რომ დამონებოდნენ თავისი ქმნილებები და შენ ვინ ხარ?

Comments

Popular posts from this blog

მარცხის შიში შენს გზაზეა – როგორ დავამარცხოთ შიში და ვიპოვოთ მიზანი.

მგონი კარგი რჩევაა.

რაღაც მარტვი.